კოუტინიო „ასტონ ვილას“ სრულუფლებიანი წევრია

0
23

ფილიპე კოუტინიო „ასტონ ვილას“ სრულუფლებიანი წევრი გახდა. ბირმინგემელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონადან“ 20 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
„ასტონ ვილას“ პრესსამსსახურის ინფორმაციით, კოუტინიომ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. თუ მომავალში ინგლისელები სამხრეთ ამერიკელს გაყიდიან, კატალონიელებს ტრანსფერიდან მიღებული თანხის 50 პროცენტი შეხვდება.
29 წლის კოუტინიო  „ასტონ ვილას“ ზამთარში შეურთდა და პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა.
„ბარსელონამ“ ბრაზილიელი 2018 წელს „ლივერპულიდან“ 160 მილიონ ევროდ შეიძინა. მან „ბარსაში“ ყველა ტურნირში 106-ჯერ ითამაშა და 26 გოლი გაიტანა. კოუტინიომ კატალონიელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა და თასი 2-2-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ სუპერთასი აიღო.