ბენზემა რაულს გაუტოლდა, ვინისიუსის პირველი ჰეთ-თრიქი, „ლევანტე“ გავარდა

0
27

ქარიმ ბენზემა მადრიდის „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის ლეგენდა რაულს გაუთანაბრდა. ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა შინ „ლევანტე“ 6:0 გაანადგურა, ხოლო ფრანგმა ფორვარდმა ერთი ბურთი გაიტანა. მის ანგარიშზე 323 გოლია და ის რაულთან ერთად „სამეფო კლუბის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბრადირებში მეორე ადგილს იყოფს. ბენზემამ „რეალში“ 603 მატჩი ჩაატარა, ხოლო რაულმა – 701. მან ამ სეზონში ყველა ტურნირში 44-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 44 გოლი შეაგდო. „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა 450 გოლით.
„ლევანტესთან“ შეხვედრაში „რეალის“ მაისურით თავისი პირველი ჰეთ-თრიქი ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა შეასრულა.
აქვე გეტყვით, რომ „ლევანტე“ ლა ლიგიდან გავარდა და ვალენსიელები 21-ე საუკუნეში სეგუნდა დივიზიონში მეოთხედ დაქვეითდნენ.
ცნობისთვის, მატჩის წინ “ლევანტემ” ნაადრევად გაჩემპიონებულ “რეალს” საჩემპიონო კორიდორი გაუკეთა, რაც 35-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” იუარა.