საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ხიზანიშვილი წვრთნის, რუსთავში სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი შეხვედრა მოიგეს.
ქართველები ზამბიელ თანატოლებს შეხვდნენ და მატჩის ძირითადი დრო 1:1 დარულდა, ხოლო პენალტები მასპინძლებმა უკეთესად შეასრულეს.
თამაშის 45-ე წუთზე ანგარიში ზამბიელმა ემანუელ მუტალემ გახნა. 73-ე წუთზე ლექსო ფეიქრიშვილმა საპასუხო ბურთი გაიტანა. ტურნირის რეგლამენტის თანახმად ძირითადი დროის დასრულების შემდეგ თერთმეტმეტრიანები დაინიშნა და ხიზანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 4:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ საქართველო ნაკრების მეკარე კოპალიანმა 2 პენალტი მოიგერია.
16-წლამდელები მომდევნო შეხვედრას განვითარების თასზე 16 მაისს აზერბაიჯანთან ჩაატარებენ.
საქართველო – ზამბია 1:1 (0:1), 4:3 (პენ.)
11 მაისი. რუსთავი.სფფ-ს ტექნიკური ცენტრი.
საქართველო: კოპალიანი, ბალალაშვილი, ქელდიშვილი, გრიგალავა, გოგატიშვილი, ოდიკაძე (ტკალია, 61), მაშავა (ქვარცხავა, 86), ინაიშვილი (ფეიქრიშვილი, 55), გეგუჩაძე, სამუშია (სალია, 45), ბუბუტეიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი.
გოლები: 0:1 მუტალე (45), 1:1 ფეიქრიშვილი (73).





