საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ტიტული – ჩემპიონთა თასი მოიგო. შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის აქამდე გამართულ მატჩებიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში ტენერიფელებს ერთპიროვნულად ულიდერა – იგი თითქმის ყველა მატჩის MVP გახდა და ქართველი ცენტრის წილი ტენერიფელთა ამ წარმატებაში შეუფასებლად დიდია.
ტენერიფელებმა ფინალურ მატჩში, რომელსაც ბილბაომ უმასპინძლა, თანამემამულე “ბაქსი მანრესა” დაამარცხა. შეხვედრის ბედი დიდწილად მესამე პერიოდმა განსაზღვრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გიორგის „ტენერიფემ“ ასევე ესპანური „მანრესა“ 98:87 დაამარცხა.
ეს არ იყო ორი კალათბურთელის მატჩი, რომელშიც უერტასი-შერმადინის დუეტი ქულების უმეტესობას აგროვებს. „მანრესასთან“ ყველა ტენერიფელმა მაღალ დონეზე ითამაშა. კუნძულელებმა 24-დან 13 სამქულიანი ჩააგდეს.
გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც „ტენერიფემ“ 33:17 მოიგო, 15 ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ გამარჯვებამდე იოლად მივიდა.
მარსელინიო უერტასმა 13 ქულას 14 პასი მიამატა, შერმადინმა 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სასუ სალინმა 18 ქულა ჩააგდო, კაილ ვილტიემ – 17.
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი ბრაზილიელი უერტასი გახდა. იგი გუნდის კაპიტანია, თუმცა თასი მარტომ არ ასწია – გიორგი შერმადინთან ერთად დუეტში აღმართა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის როლს ამ ტიტულის მოგებაში. შერმადინი დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშით გავიდა, ისევე როგორც მარსელინიო თავისი ქვეყნის – ბრაზილიის დროშით.
გოჩა კაჭარავა






