საქართველოს 15 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც ლიბანის ასაკობრივი გუნდი – 3:1 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევრის 35-ე და 39-ე წუთებზე, დუბლის გატანა შეძლო თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა – რეზი დანელიამ.
სხვაობა მინიმუმამდე შეცვლაზე შემოსულმა – ჩარბელ ასაფიმ დაიყვანა. ხოლო ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ეფექტური დარტყმით – ლუკა წულაიამ, 50-ე წუთზე დააფიქსირა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, მომდევნო მატჩს, 10 მაისს მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი – საქართველო 3:1 ლიბანი
U15 | მატჩების განრიგი
10 მაისი | 16:00 – მოლდოვა V საქართველო
12 მაისი | 16:00 – სომხეთი V საქართველო




