ბეგლარიშვილის კიდევ ერთი გამარჯვების გოლი, ჩაკვეტაძე ისევ არ ათამაშეს

0
57

ზაქარია ბეგლარიშვილმა თავისი გოლით მიმდინარე სეზონში ტალინის „ლევადიას“ მეორე შეხვედრა მოაგებინა. მე-12 ტურში „ლევადია“ სტუმრად თანაქალაქელ „კალევს“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში ბეგლარიშვილმა 12 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. ი ესტონეთის უმაღლესი დივიზიონის საუკეთეო ბომბარდირების სამეულშია. „ლევადია“ 31 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში “ჰამბურგმა” “ჰანოვერი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძლებოს განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია. ეს გასაკვირი არაა, რადგან ჰამბურგელები ქართველის ტრანფერს ბელგიის “გენტიდან” არ გამოისყიდიან. “ჰამბურგი” 57 ქულით ბოლოსწონა ტურის წინ მეორე ადგილზეა და პირველ ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.