შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონშიფში სეზონი „ნოტინგემთან“ ზავით დაასრულა. ჰალელები ნოტინგემელებს შინ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ორივე ბურთი მსაჯის მიერ ძირითადო დროსთვის დამატებულ წუთებში გავიდა.
„ნოტინგემ ფორესტი“ 92-ე წუთზე ბრენან ჯონსონმა დააწინაურა, ხოლო ორ წუთში ანგარიშის კინ ლუის-პოტერმა აიღო. 21 წლის ლუის პოტერმა განვლილ სეზონში 46 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „ჰალმა“, რომელსაც არველაძე მიმდინარე წლის იანვრიდან წვრთნის 51 ქულით ჩემპიონშიფში მე-19 ადგილი დაიკავა.
არველაძის ხელმძღვანელობით “ჰალმა” ჩემპიონშიფში ჩატარებული 19 მატჩიდან 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 9 წააგო.





