ბეგლარიშვილის მეექვსე გოლი სეზონში

0
28

ზაქარია ბეგლარიშვილმა ამ სეზონში ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-11 ტურში „ლევადიამ“ „ტრანსი“ მიიღო და 6:0 გაანადგურა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. ის 73-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა.
32 წლის ბეგლარიშვილმა წელს ესტონეთის ჩემპიონატში 11-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
მოქმედი ჩემპიონი „ლევადია“ 28 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ფლორას“ 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაშით მეტი ჩაატარა.