ელოშვილი „კაპფენბერგის“ საუკეთესო ბომბარდირია

0
43

ლევან ელოშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. 27-ე ტურში „კაპფენბერგი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „პოლტენს“ შეხვდა და 1:4 წააგო.
მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში ელოშვილმა გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად დაარტყა. თუმცა, დარჩენილ დროში გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს და 3 ქულა აიღეს.
24 წლის ელოშვილმა ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 24-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 6-ჯერ დაამწუხრა. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. „კაპფენბერგი“ 25 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.