არველაძის გუნდის მძიმე მარცხი

0
77

შოთა არველაძის დანიშვნის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონშიფში მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. 45-ე ტურში ჰალელები სტუმრად „ბრისტოლს“ შეხვდნენ და 5 უპასუხო ბურთი გაუშვეს. მასპინძლებიდან მე-5 წუთზე ანგარიში ვეიმანმა გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე მეორე ბურთი სემენიომ გაიტანა. 35-ე წუთზე მასპინძლები მარტინ,ა დააწინაურა. 54-ე წუთზე მარტინმა დუბლი შეასრულა, ხოლო 82-ე წუთზე იმავე ვეიმანმა მოახერხა.
„ჰალს“ 50 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.