„ქართული კლასიკო“ მასობრივი ჩხუბით და გულშემატკივრების შეჭრით დასრულდა

0
31

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში შედგა, სადაც „ქართულ კლასიკოში“ ადგილობროვმა „ტორპედომ“ თბილიის „დინამო“ მიიღო.
მატჩში, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპში და ორმხრივ შეტევებში წარიმართა, ანგარიში გასხნა პირველს „ტორპედოს“ შეეძლო, როდესაც ტაიმის შუაწელში გიორგი არაბიძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ძალიან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 30-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ოსეი ბარნსის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში გიორგი გაბედავამ ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი „გაისროლა“ – ბურთი ზედა ძელს მოხვდა და კარში შევარდა – 0:1.
ამის შემდეგ „ტორპედოს“ საპასუხო ბურთი გატანის შანსი სტანდარტულიდან  ჰქონდა, მაგრამ ლაშა შერგელაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ესპანელმა მეკარე პრიეტომ ბურთი გაჭირვებით მოიგერია.
73-ე წუთზე არაბიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ცოცხალს კედელს მოხვდა, ხოლო მათე აბულაძე პრიეტოს შეეჯახა და ამ დროს ლევან არველაძემ ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი ალექსანდრე კალანდაძემ გამოიტანა. ამ ეპიზოდში პრიეტომ წარბი დაიზიანა და სამედიცინო დახმარება დაჭირდა, რის გამო, თამაში შეჩერდა.
82-ე წუთზე, „დინამოსს“ შეტევის დროს უკრაინელმა ლეგიონერმა სტანისლავ ბილენკიმ გვერდი ორ მეტოქეს აუარა და დროული პასით მასპინძელთა კართან მარტო მდგომი თორნიკე კირკიტაძე მოძებნა, რომელმაც ანგარიში კიდევ უფო გაზარდა – 0:2.
89-ე წუთზე, თბილისელთა ტოგოელი მცველი საიმონ ბენიო მეკარისთვის ბურთის დაბრუნების დროს შეცდა და გადაცემა ბუღრიძეს გაუკეთა, რომელსაც პრიეტოსთვის გატანა არ გაჭირვებია – 1:2.
საინტერესო შეხვედრა მატჩის ბოლოს მომხდარმა მასობრივმა ჩხუბმა გააუფერულა. თავდაპირველად ქუთაისელმა გულშემატკივრებმა „დინამოს“ სათადარიგო სკამის მიმართულებით ბოთლების ისროლეს, შემდეგ ანტილევსკის „ტორპედოს“ ფეხბურთელებთან ხელჩართული ჩხუბი მოუწია, რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები ჩაერთვნენ, რასაც მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა მოჰყვა და ვოთარება დიდი ხნის განმავლობაში არ დამშვიდდა. აღსანისნავია, რომ ერთ ეპიზოდში ვითარება თითქოს დაშოშმინდა, მაგრამ ისევ ჩხუბი ატყდა და კვლავ ანტილევსკის მოხვდა.
საბოლოოდ, 96-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა და მისმა ბრიგადამ, სტუმარ ფეხბურთელებთან ერთად გასახდელს ისე მიაშურა, რომ თამაში არ დაასრულა. მომხდარის გამო ქუთაისელები ძალიან მკაცრ სანქციას იმსახურებენ და იმედია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ კახა ცხადაძის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო. დინამო“ ქუთაისში სათამაშოდ ისევ მისმა თანაშემწე გიორგი ჩიხრაძემ გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი „კლასიკოც“ „დინამომ“ მოიგო – თბილისში მეტოქეს 4:0 აჯობა.


„თელავმა“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და სამი ქულის აღება არ გაჭირვებია. მასპინძლებიდან მე-6 წუთზე ანგარიში იმედა აშორტიამ გახსნა, რომელმაც მე-15 წუთზე დუბლი შეასრულა. 21-ე წუთზე თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა, ხოლო ბიძინა მახარობლიძემ შესვენებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. შეხვედრაში მე-5 გოლის ავტორი ლოკომოტიველი სოსო კოპალიანი აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი თავის კარში გაიტანა.