ევროპა ლიგა: „ვესტ ჰემი“ შინ დამარცხდა, „ლაიფციგმა“ მინიმალურად მოიგო

0
25

ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონი „ვესტ ჰემმ“ ფრანკფურტი „აინტრახტი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. სტუმრებიდან ანგარიში პირველ წუთზე ანგარ კნაუფმა გახსნა – 0:1. 21-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი მაიკლ ანტონიომ გამოიჩინა – 1:1. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გაუსლა. 54-ე წუთზე „აინტრახტი“ დაიჩი კამადამ დააწინაურა 2:1 და გერმანელები შინ გამარჯვებული დაბრუნდნენ.
„ლაიფციგმა“ თავის მოედანზე შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსის“ წინააღმდეგობა შეხვედრის მიწურულს დაძლია. გერმანელები ორი ტაიმის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გაიტანეს. „ლაიფციგმა“ კუთხური ჩააწოდა და გლაზგოელი მცველის მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ფარგლებს გარედან ანხელინომ მიწაზე დაუშვებლად დაარტყა – 1:0.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალში საპასუხო მატჩები 5 მაისს ჩატარდება.