ანანიძე: „მთავარია კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ენდონ“

0
31

ჯანო ანანიძეს მიაჩნია, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ისე ენდობიან როგორც „რუბინში“, მაშინ თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.
„რადგან „ნაპოლიში“ ასეთი არჩევანი გააკეთეს ე.ი. გუნდს სჭირდება. თუ ხვიჩას ისე ენდობიან როგორც სლუცკი, მაშინ „ნაპოლიში“ არანაკლებ კარგად ითამაშებს, ვიდრე „რუბინში“.
ჩვენ ერთად არც საქართველოს ნაკრებში გვითამაშა და არც ბათუმის „დინამოში“, მაგრამ ვხედავ როგორც ვარჯიშობს და ვფიქრობ ყველაფერი გამოუვა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი ნდობაა. თუ ენდობია, მაშინ „ნაპოლიში“ ითამაშებს. ის კარგი ბიჭია და წარმატებას ვუსურვებ“ – განუცხადა sport-express.ru-ს 29 წლის ანანიძეს, რომელმაც კარიერა დაასრულა.
გუშინ, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტიმა დაადასტურა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკება დაასრულა და ზაფხულში ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.