18-წლამდელებმა შვეიცარიასთან მეორე სპარინგი ფრედ დაასრულეს

0
61

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა შვეიცარიელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულა – 1:1. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი 2:1 მოიგო.
დღევანდელ მატჩში, შვეიცარიელთაგან თავი წინა შეხვედრის მსგავსად, ნანდო ტოგენბურგერმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და მე-15-ე წუთზე მასპინძელთა დაწინაურება შეძლო.
პირველი ტაიმის მიწურულს, 17 წლამდე ნაკრების ყოფილი კაპიტნის გაბრიელ სიგუას დარტყმული მეკარემ მოიგერია და დავით გოცირიძემ ანგარიში გაათანაბრა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.