ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი ტვიტერის გვერდზე იუწყება, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა. მან რადიო KKN საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბთან დაკავშირებით გარიგება დასრულებულია.
კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფულში შეუერთდება და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური მედიი ინფორმაციით, ნეაპოლელები ქართველი ფეხბურთელის ტრანფერში 10 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო კვარაცხელიას ხელფასი წელიწადში დაახლოებით მილიონი ევრო იქნება.




