კლოპი: „ემერი მსოფლიო დონის მწვრთნელია, რომელიც დეტალებზე „გიჟდება“

0
46

იურგენ კლოპს „ვილიარელის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მსოფლიო დონის სპეციალისტად მიაჩნია და მისი მთავარი ამოცანა მეტოქისთვის ცხოვრების მაქსიმალური გართულებაა. „ლივერპულის“ თავკაცმა ამის შესახებ ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ „ვილიარეალთან“ გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ჩვენ დეტალური ანალიზი ჩავატარეთ. მე უნაი ემერის და „ვილიარეალს“ პატივს ადრეც ვცემდი, რადგან მათ მიერ „ბაიერნთან“ და „იუვენტუსთან“ ჩატარებული შეხვედრები ვნახე, რაც შთამბეჭდავია.
უნაი მწვრთნელია, რომელიც დეტალებზე „გიჟდება“. თამაშის მსვლელობისას ის სხვადასხვა სიტუაციებისთვის მზადაა და გუნდი მის მითითებებს ასრულებს. ის ძალიან, ძალიან კარგია.
„ვილიარეალს“ შეტევის დაწყება სხვადასხვაგვარად შეუძლია, ასევე გუნდს პრესინგის თამაში და მიმდინარე ანგარიშზე შესაბამისი რეაგირება შეუძლია. ემერი მსოფლიო დონის მწვრთნელია, რომელიც „ვილიარეალში“ წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს ასრულებს.
ჩვენი ამოცანა მოწინააღმდეგისთვის ცხოვრების მაქსიმალურად გართულებაა. ამის გაკეთებას ორივე შეხვედრაში ვეცდებით“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს BBC.
„ლივერპული“ – „ვილიარეალის“ დაპირისპირება ხვალ „ენფილდზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.