საფრანგეთის თასის არსებობის ისტორიაში პირველად ფინალურ მატჩს ქალი არბიტრი განსჯის. კერძოდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით „ნანტსა“ და „ნიცას“ შორის შეხვედრას სტეფანი ფრაპარი გაუძღვება. მომავალი შეხვედრა 7 მაისს პარიზში „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ფრაპარმა 2018 წელს უეფას სუპერთასზე „ჩელსისა“ და „ლივერპუ;ის“ დაპირისპირება იმსაჯა.
გარდა ამისა, ფრაპარი იმ მსაჯებს შორის იქნება, რომლებიც ქალებს შორის წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს მოემსახურება, რომელიც 6-დან 31 ივლისის ჩათვლით ინგლისში ჩატარდება.





