გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას მიმდინარე სეზონში სლოვაკეთში „ოქროს დუბლის“ მოგების სანსი აქვთ. გასულ უქმეებზე ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონობა ნაადრევად გაინაღდა.
გუშინ, სლოვაკეთის თასის 1/2-ფინალში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ტრენჩინს“ უგოლოდ გაეყარა. გამომდინარე იქიდან, რომ ბრატისლაველებმა პირველი შეხვედრაშ შინ 2:1 მოიგეს, ისინი ფინალში არიან. „ტრენჩინთან“ საპასუხო თამაში საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა კანკავამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო კაპიტანი გურამ კაშია განაცხადში არ იყო. „სლოვანის“ მეტოქე დღეს „სენიცასა“ და ტრნავის „სპარტაკს“ შორის გასამართ თამაშში გაირკვევა. ტრნაველებმა პირველი მატჩი შინ 3:0 მოიგეს.





