მილანის „ინტერი“ იტალიის თასის ფინალში 11-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. „ინტერმა“ 1/2-ფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად თანაქალაქელ „მილანთან“ 0:0 დაასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 3:0 მოიგო.
მასპინძლებიდან მე-4 წუთზე ანგარიში არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რომელმაც 16 წუთში დუბლი შეასრულა. 82-ე წუთზე „მილანის“ კარი რობინ გოსენსმა აიღო.
„ინტერი“ 2011 წლის შემდეგ თასის ფინალში პირველად ითამაშებს. მაშინ, მილანელები „პალერმოს“ შეხვდნენ და 3:1 გაიმარჯვეს. „ინტერის“ მომავალი მეტოქე დღეს „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ დაპირისპირებაში გაირკვევა.





