რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ‘შავმა ლომმა’ „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა. ფინალში გასასვლელად ჩვენი გუნდი ხვალ, 17 აპრილს 18:00 საათზე, „ავჭალაზე“ ესპანურ ‘იბერიანსს’ ეთამაშება, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა.
კაპიტნის ვარჯიში 40 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლევან მაისაშვილი: „სამხრეთ აფრიკიდან გუნდი კარგად მომზადებული დაბრუნდა. მას ნაკრების ის მოთამაშეები დაემატა, რომლებსაც დასვენების საშუალება მივეცით და ნახევარფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით. ვფიქრობ, შეთამაშების მხრივ პრობლემა არ იქნება, რადგან ‘შავი ლომი’ ერთიანი ორგანიზმია და შემადგენლობაში როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ვნახეთ მეტოქის თამაშები, გავაანალიზეთ და ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები წარმოვაჩინოთ, თამაში ვმართოთ და გავიმარჯვოთ“.
რაგბი ევროპის სუპერთასი. ნახევარფინალები
17 აპრილი. თბილისი. „ავჭალა“. 18:00
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.




