“უიპეშტის” ქართველმა ფორვარდებმა ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში თავი გამოიჩინეს. 28-ე ტურში უიპეშტელებმა “ზალაეგერშეგი” მიიღეს და 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მასპინძლებიდან 24-ე წუთზე ანგარიში ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ბერიძის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ჯერ “ზალაეგერშეგის” ფეხბურთელის ფეხს შეეხო, ვიდრე კარში აღმოჩნდებოდა. 37-ე წუთზე, ზივზივაძემ სტუმართა საჯარიმოში მარცხენა კუთხიდან შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა – 2:0. 44-ე წუთზე “უიპეშტის” კონტრშეტევის დროს ბერიძემ გვერდი ერთ მოწინააღმდეგეს აუარა და საჯარიმოს ხაზიდან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 3:0. “უიპეშტიდან” მე-4 გოლი 70-ე წუთზე კალონამ გაიტანა.
ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მე-2 დუბლი შეასრულა, ხოლო საერთო ჯამში 9 გოლი გაიტანა – “ფეჰერვარის” მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში მეტოქიეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო “უიპეშტის” მაისურით 7 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა. მის ანგარიშზე ამდენივე ბურთი 2020-2021 წლების სეზონში “ფეჰერვარში” ჩატარებულ სადებიუტო სეზონში იყო. ის “უიპეშტსი” სეზონის ბოლომდე განათხოვრებული. ბერიძემ 22 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.
“უიპეშტი” სეზონის მსვლელობსი დროს გასავარდნ ზონაში იყო, ხოლო ამჟამად 39 ქულით მე-4 ადგილზეა და ევროთასების საგზურისთვის იბრძვის.





