უნაი ემერი: “ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა”

0
60

“ვილიარეალის” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის მიაჩნია, რომ ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მიუნხენის “ბაიერნთან” ჩასატარებელი საპასუხო მატჩი მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევაა. ესპანელებმა პირველ შეხვედრაში თავის მოედანზე გერმანელები 1:0 დაამარცხეს.
“ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. ასევეა კლუბისთვისაც. “ბაიერნი” ფავორიტია და დღესდღეობით ევროპის სამი უძლიერესი გუნდიდან ერთ-ერთია. თუ ეს გუნდი ისე ითამაშებს როგორც შეუძლია, მაშინ ფავორიტი იქნება. ჩვენ სავსებით სხვა თამაში გველოდება, უფრო რთული ვიდრე “იუვენტუსთან” ჩატარებული საპასუხო შეხვდრა. ის რაც გასულ კვირაში გავაკეთეთ მიუნხენში არასაკმარისი იქნება- უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს. უნდა ვიცოდეთ მატჩის ნებისმიერ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და თავი როგორ დავიცვათ. თუმცა, საჭიროა ეს ბუნებრივად და ნერვიულობის გარეშე გავაკეთოთ. მეოთხედფინალში ყოფნა მიხარია, მაგრამ უფრო მეტი მინდა” – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ვებგევრდი.