ზივზივაძე ტურის სიმბოლურში მეხუთედ მოხვდა

0
52

ბუდუ ზივზივაძე csakfoci.hu ვერსიით უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა.
26-ე ტურში „უიპეშტმა“ აუტსაიდერი მტკ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. 63-ე წუთზე ანგარიში კატონამ გახსნა. 83-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქის საჯარიმოში სიახლოვეს მიიღო ბურთი, მასპინძლების ჯერ ერთ ფეხბურთელს გასცდა, შემდეგ მეორეს და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „უიპეშტში“ განათხოვრების შემდეგ თავის ანგარიშზე მე-6 ბურთი ჩაიწერა, ხოლო მანამდე ორჯერ მეტოქეები ფეჰერვარის მაისურით დაამწუხრა.
„მას გოლის გატანის შანსი მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. 82-ე წუთზე მან 17 მეტრიდან მეკარისგან მარცხენა კუთხეში დაარტყა და 3 ქულის ბედი გადაწყვიტა“ – იუწყება csakfoci.hu საქართველოს ნაკრების ფორვარდის შესახებ.
ზივზივაძემ „უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო 6 ტურში სიმბოლურში მეხუთედ მოხვდა.