წიტაიშვილი „ვისლაში“?

0
47

გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა კარიერა პოლონეთის ექსტრაკლასაში განაგრძოს. პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს შანსი აქვს მიმდინარე სეზონი კრაკოვის „ვისლაში“ დაასრულოს. თუმცა, თავად კრაკოვულ საფეხბურთო კლუბში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონი ოდესის „ჩერნომორეცში“ დაიწყო, სადაც კიევის „დინამომ“ გაანათხოვრა. მან ოდესელთა მაისურით უკრაინის პრემიერ ლიგაში 13-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფიფამ ამ ქვეყნებში მოასპარეზე ლეგიონერებს უფლება მისცა მიმდინარე წლის 30 ივისამდე თავის კლუბებთან კონტრაქტი შეაჩერონ და სხვა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ.
„ვისლა“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.