“საბურთალომ” ვინისიუსი დაიმატა

0
66

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა თბილისის “საბურთალომ” ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის ნახევარმცველმა ჯულიო ვინისიუსმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.
“საბურთალო”კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში სტუმრად გორის “დილას” შეხვდება. გორელები 9 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან, ხოლო თბილისელები 7 ქულით – მეხუთეზე.