ანტონიო კონტე იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოკითხვა სერია A-ს გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის ჩაატარა. კონტემ პრიზი მიიღო, რომლის სახელწოდებაცაა „ოქროს სკამი“. ის იტალიის ჩემპიონატში სეზონის ნომერ პირველ მწვრთნელად მეექვსედ აღიარეს, რაც რეკორდია.
გამოკითხვაში კონტემ 20 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე „მილანის“ თავკაცი სტეფანო პიოლიმ გავიდა 19 ხმით, ხოლო მესამეზე ბერგამოს „ატალანტას“ დამრიგებეული ჯან პიერო გასპერინი 8 ხმით.
კონტემ გასული სეზონის დასრულების შემდეგ „ინტერი“ დატოვა და ამჟამად, ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელია.





