ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები 85-ე ადგილზეა. ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მარტის თვეში თებერვალთან შედარებით ერთი პოზიციით წინ წაიწია.
ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის გათამაშებაში C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რეიტინგში შემდეგი ადგილი უკავიათ: ჩრდილოეთ მაკედონია 62-ეა, ბულგარეთი 77-ე, ხოლო გიბრალტარი – 203.
რეიტინგის სათავეში ბრაზილია მოექცა, ხოლო ბელგია მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. მესამე პოზიციაზე საფრანგეთია.





