გოგა ბითაძის 14 ქულა და 5 მოხსნა

0
57

„ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. გოგა ბითაძის გუნდი ამჯერად „ატლანტა ჰოუქსთან“ საშინაო პარკეტზე 123:132 დამარცხდა.
ქართველმა მეფარემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 30 წუთი გაატარა. ბითაძემ 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და 2 დაფარება შეასრულა. გოგამ 11-დან 5 ბურთი ჩააგდო, ერთი სამქულიანი გამოიყენა და ბურთი ერთხელ დაკარგა.  ბოლო 8 შეხვედრიდან, რომლებშიც გოგამ საკმარისი სათამაშო დრო მიიღო, ათქულიანი ნიშნული ყველა მატჩში გადალახა.
„ინდიანას“ 25 მოგება და 51 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. „პეისერზი“ მომდევნო შეხვედრას 31 მარტს გამართავს და დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს კოლორადოს შტატის „დენვერ ნაგითსს“ დაუპირისპირდება.