ალბანეთის შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

0
43

ალბანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ 29 მარტს ტირანაში საქართველოს ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ტრიტ ბერიშა (ტორინო, იტალია), ტომას სტრაკოშა (ლაციო, იტალია), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა, იტალია).
მცველები: ელსეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ადრიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ბერატ ჯიმშიტი (ატალანტა, იტალია), მარაშ კუმბულა (რომა, იტალია), ენეა მიჰაი (პაოკ, საბერძნეთი), ალბი დოკა (ჰონვედი, უნგრეთი), ემირ ლენიანი (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ადრიან ბაირამი (ბენფიკა, პორტუგალია).
ნახევარმცველები: კრისტიან ასლანი (ემპოლი, იტალია), ქაზიმ ლაჩი (აიაჩო, საფრანგეთი), ოდისე როში (ბოლუსფორი, თურქეთი), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ილბერ რამადანი (მტკ, უნგრეთი), ნედიმ ბაირამი (ემპოლი, იტალია), კლაუს გიასულა (დარმშტადტი, გერმანია), კეიდი ბარე (ესპანიოლი, ესპანეთი).
თავდამსხმელები: მიტრო უზუნი (გრანადა, ესპანეთი), სოკოლ ჩიკალეში (ქონიასფორი, თურქეთი), რემი მანაი (სპეცია, იტალია), ჯაკომო ვრონი (ტიროლი, ავსტრია), არმანდო ბროია (საუთჰემპტონი).