“რუბინი” : “დაბრუნდება თუ არა ხვიჩა კლუბში სანაკრებო მატჩების მერე გავიგებთ”

0
31

“რუბინის” პრესსამსახური რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (25 მარტი) და ალბანეთთან (29 მარტი) სტუმრად გასამართი ამხანაგური მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია კლუბში არ დაბრუნდება.
“ხვიჩა ნაკრებში გაემფზავრა. დაბრუნდება თუ არა კლუბში ამის შესახებ სანაკრებო მატჩების შემდეგ გავიგებთ. მუქარა ოჯახს? ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით” – ნათქვამია “რუბინის” პრესსამსახურის განცხადებაში.
მანამდე, რუსული პრესაში დაიწერა, რომ რუსეთში თამაშის გამო კვარაცხელიას ოჯახზე საქართველოში ზეწოლაა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფიფამ რუსულ კლუბებში მოასპარეზე ლეგიონერებს სეზონის ბოლომდე კონტრაქტების ცალმხრივად შეჩერების და კარიერის სხვაგან გაგრძელების უფლება მისცა.
გუშინ, “რუბინში” ასპარეზობის პერიოდში პირველად კვარაცხელიამ გუნდს მოსკოვის ცსკა-სთან სტუმრად 1:6 წაგებულ შეხვედრაში უკაპიტნა.
აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი გარემარბის დამატება “ნაპოლის” სურს.