კვეკვესკირის გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს

0
73

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, ზედიზედ ორი თამაშისს ვერმოგების შემდეგ სამი ქულა აიღო. პოლონეთის ექტრაკლასას 26-ე ტურში პოზნანელებმა „იაგიელონია“ მიიღეს და 3:0 გაიმარჯვეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 47-ე წუთზე ანგარიში იშაკმა გახსნა, ხოლო 53-ეზე ჟოაო ამარალმა მეორე გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე კოვნაცკიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველო ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მეცხრედ მოხვდა და არ შეუცვლიათ.
„ლეხი“ ოქროს მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს – 52 ქულა აქვს და ლიდერ „პოგონს“ ქულით ჩამორჩება.