ქეცბაია და ლორია წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩნენ

0
66

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა. ფამაგუსტელები ზედა ექვსეულის მორიგ ტურში სტუმრად „პაფოსს“ შეხვდა და მატჩი 2:2 დასრულდა. მასპინძლებიდან ანგარიში დუგლას აურელიომ მე-7 წუთზე გახსნა, ხოლო ხრიტოფიმ 58-ე წუთზე  საპასუხო ბურთი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჯაირომ „პაფოსი“ წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, მაგრამ ექვს წუთში ხრისტოდოლოპულოსმა „ანორთოსისს“ ქულა გადაურჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, შეუცვლელად ითამაშა. „ანორთოსისი“ 40 ქულით ზედა ექვსეულში მეოთხე ადგილზეა.