გიორგი ჩაკვეტაძე კოვიდისგან გამოჯანმრთელდა და “ჰამბურგის” სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა. გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 27-ე ტურში “ჰამბურგი” სუმრად დიუსელდორფის “ფორტუნას” შეხვდა და ქულა მატჩის მიწურულს გადაარჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობშის იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ანგარიში 85-ე წუთზე ბოდზეკის დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გუნდის შეტევის ლიდერმა გლატცელმა გაიტანა. “ჰამბურგი” 42 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და პირველ ბუნდესლიგაში გადასავლელად მძიმე ბრძოლა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძის გუნდმა ზედიზედ 4 თამაში ვერ მოიგო – 2 ფრე და 2 წაგება.





