“რუბინის” მწვრთნელი: “ხვიჩამ როგორც ლიდერმა და დიდოსტატმა ითამაშა”

0
47

ყაზანის “რუბინის” მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის მიაჩნია, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში შინ “როსტოვთან” (1:2) წაგებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გუნდის ლიდერად წარმოაჩინა. განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და მასპინძლებიდან ერთადერთი გოლის ავტორი აღმოჩნდა.
– დღეს ხვიჩამ როგორც ნამდვილმა ლიდერმა ითამაშა. ლეგიონერების წასვლის შემდეგ ის პასუხისმგებლობას გრძნობს?
ლეონიდ სლუცკი: “ვფიქრობ, რომ ასეა. მან ძალიან იყოჩაღა. დიდი ხანია მატჩი სრულად არ ჩაუტარებია და მოთამაშეთა დიდი ჯგუფის არყოფნის დროს მნიშვნელოვანია თამაშს საკუთარ თავზე ვინ აიღებს. პოზიტივის ძებნას თუ დავიწყებთ ხვიჩამ როგორც ლიდერმა და დიდოსტატმა ითამაშა.