საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერზმა” გარკვეული პაუზის შემდეგ NBA-ს რეგულარულ პირველობაზე მატჩის მოგება მოახერხა. ინდიანაპოლისელებმა გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილ “სან ანტონიო სპერზს” 119:108 სძლიეს.
ბითაძე ამჯერად “ინდიანას” სასტარტო ხუთეულში არ იყო. გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 20 წუთი იასპარეზა და საკმაოდ ნაყოფიერადაც. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა დააგროვა (ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო), ამასთან 7 მოხსნა (ოთხი შეტევისას), 4 დაფარება და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
”ინდიანა პეისერზი” შემდეგ შეხვედრას 14 მარტს ”ატლანტასთან” ჩაატარებს.




