შენგელიას მარცხი ლიდერთან

0
29

„ლუევენმა“, სადაც ლევან შენგელია გამოდის, ბელგიის ჩემპიონატის 31-ე ტურში შინ ლიდერ „სენ-ჟილთან“ 1:4 დამარცხდა.
მასპინძლები მე-11 წუთზე შრივერსმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 27-ე წუთზე ბურთი უნდავმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 38-ე წუთზე ჩაერთო. 48-ე წუთზე უნდავმა დუბლი შეასრულა, 10 წუთში კი ტეუმამ „სენ-ჟილი“ კიდევ უფრო დააწინაურა. 62-ე წუთზე უნდავიმ ჰეთ-თრიქი მიითვალა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. „ლუევენი“ 40 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.