ყაზაიშვილის გაცუდებული პენალტი კორეაში

0
54

„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის მიმდინარე სეზონში K ლიგაში პირველი მატჩი მოიგო. ულსანელები სტუმრად „სეონამს“ შეხვდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. სტუმრები 47-ე წუთზე იაპონელი ლეგიონერის ამანოს დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, ხოლო 52-ე წუთზე ყაზაიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა. 68-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ. 84-ე წუთზე ამანომ დუბლი მიითვალა და „ულსანს“ გამარჯვება გაუნაღდა. ორი ტურის შემდეგ“ულსანს“ 4 ქულაქ აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ბელგიის უმაღლესი დივიზიონის 29-ე ტურში “ლუევენმა” “ანდერლეხტი” მიიღო და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. მასპინძლების შემადგენლობაში ლევან შენგელია თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო. “ლუევენი” 37 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა.