ჩაკვეტაძემ ისევ ტაიმი ითამაშა, “ჰამბურგი” პრინციპულ მატჩში დამარცხდა

0
28

გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგის” სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა, მაგრამ “ზანდაუზენთან” მატჩის მსგავსად ისევ ერთი ტაიმი ათამაშეს. მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჰამბურგელებმა ვერდერის “ბრემენი” მიიღეს და 2:3 დამარცხდნენ. ჩაკვეტაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, როდესაც სტუმრები მე-10 წუთზე დაკშის მიერ პენალტიდან გატანილი გოლით იგებდნენ. მეფერტმა საპასუხო გოლი 46-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ 51-ე წუთზე ფულკრუგმა ისევ თერთმეტმეტრიანიდან “ვერდერი” წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე დაკშმა დუბლი მიითვალა, ოთხ წუთში კი გლატზელმა ანგარიში შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში “ჰამბურგმა” მეტი ვერაფერი შეძლო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. აღსანიშნავია, რომ “ვერდერთან” შეხვედრამდე ჩაკვეტაძის გუნდს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. “ჰამბურგი” 41 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.