შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში მეორე თამაში მოიგო. 35-ე ტურში ქართველი სპეციალისტი გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „პიტერბოროს“ შეხვდა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. „ჰალიდან“ 25-ე წუთზე ანგარიში სმიტმა გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 51-ე წუთზე ლუის-პოტერმა მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა. „ჰალმა“ 6-მატჩიანი (4 წაგება და 2 ფრე) მოუგებელი სერია შეწყვიტა. მანამდე, არველაძემ „ჰალთან“ ერთად თავისი სადებიუტო შეხვედრა მოიგო „სუონსისთან“ (2:0).
მატჩის შემდეგ არველაძემ ჟურნალისტთან საუბარი სიტყვებით: „სლავა უკრაინე“ დაიწყო. „ჰალი“ 37 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.





