ვაკო გვილიამ მიმდინარე წელს ჩესტოხოვას „რაკუვის“ შემადგენლობაში მიმდინარე წელს პირველი მატჩი ჩაატარა. პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში „რაკუვმა“ პლოცკის „ვისლა“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის 32-ე წუთზე მასპინძლები გუტკოვსკისმა დააწინაურა, ხოლო ვდოვიაკმა მეორე გოლი 59-ე წუთზე გაიტანა. 52-ე წუთზე ლოპესმა პენალტიდან სტუმართა კარის აღების შანსი ხელიდან გაუშვა. გვილია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. ის „რაკუვში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და პოლონეთის ჩემპიონატში 14-ჯერ (8-ჯერ სასტარტოში) ითამაშა. „რაკუვი“ 45 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.





