რალფ რანგნიკი: „ყველაფერი „ოლდ ტრაფორდზე“ გაირკვევა“

0
47

რალდ რანგნიკს „ატლეტიკო“ ემოციურ გუნდად მიაჩნია, რომელიც მთავარი მწვრთნელის ხასიათის გამომხატველია. „მანჩესტე იუნაიტედის“ თავკაცმა ამის შესახებ დღეს ჩემპიონთა  ლიგსი 1/8-ფინალში მადრიდში გასამართ პირველ შეხვედრამდე განაცხადა.
„დიეგო სიმეონე ჯილდოებს გამოკვეთილი სათამაშო სტილით იგებს. „ატლეტიკო“ ემოციური გუნდია, რომელიც თავისი მწვრთნელის ხასიათს გამოხატავს. ჩვენ მეტოქის ემოციას და ენერგეტიკას შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ. ფიზიკურად ძალიან დამღლელი და ემოციური დაპირისპირება გველოდება. ამიტომ, ორივე შეხვედრაში ფსიქოლოგიური სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ.
ვიზრუნეთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოთამაშეებს ძალები აღედგინათ და მოედანზე დასვენებული გავიდნენ. ფსიქილოგიურად ძალიან ემოიციური და ჩვენთვის მტრულად განწყობილი ატმოსფეროსთვის უნდა მოვემზადოთ. არა მგონი, რომ დაპირისპირების ბედი პირვე; მატჩში გაირკვეს, ყველაფერი „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა“ -განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.