მაკედონია მთავარი მწვრთნელის გარეშე და ორი ლეგიონერით გვეწვია…

0
58

24 თებერვალს თბილისში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ბალკანელები საქართველოს დედაქალაქში მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩამოვიდნენ – თბილისში გამოფრენამდე დრაგან ბაიჩს კოვიდი დაუდგინდა.
მაკედონიელთა 12 კაციან განაცხადში მხოლოდ ორი ლეგიონერია:
ბოიან კრსტევსკი, კრისტიან ნიკოლოვი, ვოიდან სტოიანოვსკი, დამიან რობევი (ყველა – სკოპიე აეროდრომი), ანდრეი მიტრევსკი (ფენიკს 2010), მაკსიმ მიტევსკი (სკოპიე უნი ბანკა), პაველ დანაილოვსკი, ვალმირ კაკრუკი (ორივე – რაბოტნიჩკი), ტეოდორ სიმიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), ანდრეი მასლინკო (ტფტ), ჯეიკობ ვილი (ბეტისი, ესპანეთი), ვიკტორ ეფრემოვსკი (გოსტივარი).
24 თებერვალს მატჩი 19 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს 27 თებერვალსაც შეხვდებიან, ამჯერად სკოპიეში.
მაკედონიის საკალათბურთო ფედერაციის ცნობით, სტუმრები თბილისში 23 თებერვალს ორ წვრთნას (დილით და საღამოს), მატჩის დღეს კი დილით ჩაატარებენ.
მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს თითო მოგება-წაგება (უკრაინას ვძლიეთ, ესპანეთთან დავმარცხდით) აქვს, მაკედონიელებმა კი ესპანელებსა და უკრაინელებთან ორივე მატჩი დათმეს.