გრიგალავა „ხიმკის“ ფეხბურთელია

0
56

გია გრიგალავამ რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ხიმკისთან“ კონტრაქტი გააფორმა იუწყება tula-football.ru. ხიმკელებმა სეზონის განახლების წინ 32 წლის ფეხბურთელი  განაცხადში უკვე შეიყვანეს.
2017-2021 წლებში ტულას „არსენალში“ გამოდიოდა, რომელიც შარშან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას რუსეთში ასევე „როსტოვში“, როსტოვის ასკ-ში, „მოსკვაში“, „ვოლგაში“, „კრილია სოვეტოვში“ და  „ანჟიში“ უთამაშია. გარდა ამისა, ის კვიპროსის „პაფოსში“ და ახნას „ეთნიკოსში“ გამოდიოდა. გრიგალავამ 2011 წლიდან დღემდე საქართვერელოს ნაკრებში 23 მატჩი ჩაატარა.