ქართველთა დაპირისპირება ნბა-ში

0
30

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ გოგა ბითაძის „ინდიანას“ უმასპინძლა. შედეგი კანონზომიერი იყო – ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა ინდიანაპოლისელებს 128:119 მოუგო.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი დააგროვა.
სანდრო მამუკელაშვილს 10 სათამაშო წუთი არგუნეს. ქართველ ფორვარდმა სამიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და ორი 2 მოხსნაც შეასრულა.
​მილუოკელთა ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ 50 ქულა ჩააგდო.
„მილუოკიმ“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. „ინდიანა“ კვლავინდებურად მეცამეტეა.