„გარეჯმა“ შეკრებაზე პირველი თამაში მოიგო

0
87

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „გარეჯმა“ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და უკრაინის რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელი „ლივი ბერეგი“ 3:1 დაამარცხა. კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან გოლები გიორგი ხარებაშვილმა, სტივენ ბერმუდესმა და ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანეს.
„გარეჯის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: სოსო ქარდავა, გიორგი ქავთარაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ვახტანგ კაპანაძე, გურამ ხარებავა,გიორგი პაპუაშვილი, თორნიკე მოსიაშვილი, სტივენ ბერმუდესი, ხავიერ ფრანსისკო ბრავო, ნიკა გალახვარიძე, გიორგი ხარებაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გიორგი კალანდია, არსენი მურატოვი, ნიკა ხაჭვანი, ირაკლი კლიმიაშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, დავით ებრალიძე.