შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ მარცხიანი სერია შეწყვიტა. ზედიზედ სამი შეხვედრის წაგების შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილებმა ჩემპიონ შიპის 25-ე ტურში სტუმრად ქულა „შეფილდთან“ აიღეს.
ამჯერად, ჰალელებმა გოლი არ გაუშვეს და მიმდინარე სეზონში ქულათა მარაგი 33-მდე გაზარდეს. არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მომენტში „ჰალი“ სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იყო. ამჟამად, არველაძის გუნდი მე-20 პოზიციაზეა.





