“სამგურალმა” “რიპენსია” დაამარცხა

0
76
,,სამგურალმა” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ტიმიშოარას ,,რიპენსიასთან” გამართა და რუმინული გუნდი 1:0 დაამარცხა.
სხვათა შორის, ჩვენი გუნდის დღევანდელი მეტიქე რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ტიტულოვანი გუნდია. დაარსდა 1928 წელს. 1933, 1935, 1936 და 1938 წლებში ოთხჯერ მოიპოვა რუმინეთის ჩემპიონის ტიტული. ამავე პერიოდში ორჯერ მოიგო თასი. ამჟამად რიპენსია რუმინეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის…
საკონტროლო მატჩი წყალტუბოელების კარნახით მიმდინარეობდა. ჩვენი ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ და პოზიციურად უტევდნენ მეტოქის კარს. ერთ ეპიზოდში ტურეს გადაცემის შემდეგ ჯეფინიო გაიჭრა მარცხენა ფლანგზე და საწინააღმდეგო ძელისკენ გააკეთა გადაცემა, თუმცა ბურთს მიმართულება ვერავინ შეუცვალა. ალექსანდრე ვერულიძესაც ჰქონდა კარგი მომენტი, მეკარესთვის ბურთის თავზე გადაგდებას სცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
გიორგი მიქაძის გუნდის უპირატესობა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიკვეთა. ირაკლი რუხაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა დარტყმა დაუგვიანდა. მან მეორე ეპიზოდშიც კარგად წაიღო ბურთი კარისკენ, მაგრამ ვითარება რუმინელმა მცველებმა განმუხტეს, არადა მარჯვნივ კარგად ეხსნებოდა მამია გავაშელიშვილი…მოკლედ, დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად გოლის გატანა დაგვიანდა. წყალტუბოელებმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს, თავი ახალგაზრდა რუსმა ლეგიონერმა ნიკიტა სიმდიანკინმა გამოიჩინა და ზუსტი დარტყმით ,,სამგურალს” გამარჯვება მოაპოვებინა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს ,,სამგურალი” 14 თებერვალს ხარკოვის ,,მეტალისტის” წინააღმდეგ გამართავს.
სამგურალი – რიპენსია ტიმიშოარა1:0(0:0)
1. მაქსიმე ქვილითაია, 25. შალვა ბურჯანაძე, 13. ილია ახვლედიანი, 20. ლევან ქურდაძე, 15. ნიკა კალანდარიშვილი, 23. გიორგი თევზაძე, 22.გრიგოლ დოლიძე, 6. ისუფ ტურე, 8. ანდრია დევდარიანი, 33.ჯეფინიო, 17. ალექსანდრე ვერულიძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: 12. მურმან სვანიძე, 24. ნიკიტა სიმდიანკინი, 4. ომარ პატარკაციშვილი, 5. ლუქმან გილმორი, 10. დემურ ჩიხლაძე, 2. თედო კიკაბიძე, 16. დავით მაისაშვილი, 29. ირაკლი რუხაძე, 21. მიხეილ ბაშელეიშვილი, 9. მამია გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გოლი: ნიკიტა სიმდიანკინი (90)