თბილისის “დინამოს” ოფიციალური გვერდი გვამცნობს, რომ მიღწეულია შეთანხმება “საბურთალოსთან” ნიკა მალის გამოსყიდვის თაობაზე. 23 წლის მარჯვენა მცველი დედაქულაქურ “დინამოს” თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.
ნიკა მალი “საბურთალოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. თბილისურ კლუბთან ერთად მან სამივე მთავარი ქართული ტიტული – ეროვნული ლიგა (2018), საქართველოს თასი (2019, 2021) და საქართველოს სუპერთასი (2020) მოიგო. ამასთან, “საბურთალოსთან” ერთად ევრო ტურნირებზეც იასპარეზა.
2020 წელს მალიმ ერთხელ საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა. პლუს ამას, 10-10 მატჩი ჩაატარა საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.





