პორტუგალიის ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2022 მოიგო. ნიდერლანდების დედაქალა ამსტერდამში გამართულ ფინალში პორტუგალიელემა რუსეთი 4:2 დაამარცხეს.
თავდაპირველად რუსები სოკოლოვისა და აფანასიევისა გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ პორტუგალიელებმა პასუს, კოელიოს დუბლისა და ვარელას გოლებით 4:2 გაიამარჯვეს.
პორტუგალიამ ევროპის პირველობა ზედიზედ მეორე მოიგო. ბრინჯაოს მედლები ესპანეთუს ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც უკრაინას 4:1 სძლია. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ პორტუგალიელი ზიკი გახდა, ხოლო საუკეთესო მომბარდირი ყაზახი ბირჟან ორაზოვი (7 გოლი).
შეგახსენებთ, რომ ევრო-2022-ზე საქართველოს ნაკრებმაც იასპარეზა და სადებიუტო ტურნირში ავთანდილ ასათიანის გუნდი 1/4-ფინალში რუსეთთან დამარცხდა.






