დვალი და გვილია თამაშგარე

0
34

ლაშა დვალი „ფერენცვაროშში“ ისევ არ ათამაშეს. უნგრეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ბუდაპეშტელები შინ „პაკშისთან“ 0:3 დამარცხდნენ და საქართველოს ნაკრების მცველმა ორი ტაიმი კვლავ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მოქმედმა ჩემპიონმა მარცხის გამო სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგა და 38 ქულით მეორეა, ხოლო ლიდერი 40 ქულით „პუშკაშ აკადემიაა“.
დვალის მსგავსად „რაკუვში“ არ უთამაშია ვაკო გვილიას. პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში „რაკუვმა“ შინ კრაკოვის „ვისლას“ 2:0 აჯობა და საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველს თადარიგში ყოფნა აკმარეს. „რაკუვი“ 38 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მესამე.